საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია "ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს "მეოთხე სამმართველოს" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში" 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.
ლიკანში გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო
1
სასტუმრო "რიქსოს ბორჯომი"
2
სასტუმრო გახსნეს საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის ნავთობკომპანია "ყაზტრანსოილის" დირექტორმა კაბილდინ კაიერგელდმა.
3
4
სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერი
5
სასტუმროს საპრეზიდენტო ნომერი
6
სტანდარტული ნომერი
7
ხედი საპრეზიდენტო ნომრიდან
8
სასტუმრო კომპლექსის ეზო
9
ბორჯომის წყლის წყარო "რიქსოს ბორჯომის" ეზოში
10
ბორჯომის წყლის წყარო