ორგანიზაცია „გმობს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას, რომელიც მიკერძოებული სასამართლო პროცესის შედეგი იყო, რომელსაც დარღვევები მოჰყვა“, - წერია 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) გმობს განაჩენს, რომელსაც უწოდებს „შერჩევით გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს ხელისუფლების ავტორიტარულ ტენდენციას“.
„რეპორტიორი უნდა გათავისუფლდეს“, - აცხადებენ უფლებადამცველები.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს ერთობლივად გმობენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და მას „არაპროპორციულს და პოლიტიზებულს“ უწოდებენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, - „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენს აკრიტიკებს.
„ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“.
გარდა ამისა, „კლუნების ფონდის“ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ის ამბობს:
„მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს ათავსებს იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე წვდომა სჭირდებათ“.
ფორუმი