არგენტინის ნაკრებთან განცდილი მარცხით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გამოეთხოვა ქალაქ გლოსტერს, სადაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ჩატარა. ჯგუფის პროგრამით გასამართი მომდევნო ორი შეხვედრა "ბორჯღალოსნებს" კარდიფსა და ექსეტერში ელით. რომაელების მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დაარსებული ქალაქი გლოსტერი დღეს 125 ათას მოსახლეს ითვლის. ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე საპორტო ქალაქია და ზღვასთან არხების სისტემა აკავშირებს. საქვეყნოდ არის ცნობილი მისი დიდებული ტაძარი, რომელიც XI-XV საუკუნეებში აშენდა. გთავაზობთ სარაგბო მოტივებით გაზავებულ ფოტორეპორტაჟს გლოსტერიდან.
მშვიდობით, გლოსტერო!

21
"კინგსჰოლმის" სტადიონის მთავარი ჭიშკარი.

22
არგენტინელთა შორის ნორჩი ქომაგებიც მრავლად იყვნენ.

23
საქართველოს ნაკრების ავტობუსს სტადიონისკენ პოლიციის ესკორტი მიუძღვება.

24
სტადიონის ჭიშკართან "ბორჯღალოსნებს" მათი გულშემატკივრები ეგებებიან.

25
ამ არგენტინელ ქომაგს აშკარად მისამართი შეეშალა.