კახა გოგოლაშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პერსპექტივაზე
31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და ავტორი "საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის" პოლიტიკის დოკუმენტისა - "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები". ნაშრომი მომზადდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით. პოლიტიკის დოკუმენტში აღწერილი და გაანალიზებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ეტაპები - როგორ განვითარდა ის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან (PCA) ასოცირების შეთანხმებამდე, როგორ იცვლებოდა კონტექსტი, რომელშიც ევროკავშირი ხედავდა საქართველოს. კახა გოგოლაშვილმა ილაპარაკა ფაქტორებზე, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და საბოლოოდ - გაწევრიანებაზე. პოლიტოლოგი თვლის, რომ საქართველომ არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და შესაძლებლობების გამოყენებაზე უნდა იზრუნოს, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში "რეგიონული კონტექსტის დაზუსტებაზე", კერძოდ, საქართველო-მოლდავეთი-უკრაინის ფაქტობრივი ლიდერობისთვის პოლიტიკური იმპულსის გამოკვეთაზე.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?