აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „სერიოზული შეშფოთების გამომწვევ დიდ მოვლენად“ მიიჩნევს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას. მიმდინარე კვირაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებას, რომელსაც სირიის მმართველ რეჟიმს უყენებენ, გაეროს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. როგორ აპირებს მსოფლიო თანამეგობრობა კონფლიქტის გამწვავებაზე რეაგირებას?
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გამოეხმაურა ცნობებს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ.
„რაც ვნახეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე ეხება სერიოზული შეშფოთების გამომწვევ, მართლაც, დიდ მოვლენას. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვმუშაობთ გაეროში, რათა ვცადოთ მივაღწიოთ უკეთესი ზომების მიღებას და მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, დაუშვას გამოძიება ადგილზე, რადგან გაეროს ექსპერტები ამჟამად სირიაში იმყოფებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამამ გაზვიადებული უწოდა მოლოდინს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია მოაგვაროს სირიაში რამდენიმე ჯგუფს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემა.
CNN-თან ინტერვიუში ობამამ გაეროს ექსპერტები ახსენა. ისინი 18 აგვისტოს ჩავიდნენ დამასკში ქიმიური იარაღით თავდასხმის წინა ბრალდებების გამოსაძიებლად. ამ ბრალდებებს ერთმანეთს უყენებენ სირიის მმართველი რეჟიმი და ოპოზიციონერი მებრძოლები. რაც შეეხება ბოლო, 21 აგვისტოს, ინციდენტს, სირიელი ოპოზიციონერების ვარაუდით, 500-დან 1300-მდე ადამიანი შეიწირა დამასკთან ქიმიური იარაღით მოწყობილმა თავდასხმამ. ეს მაჩვენებლები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სირიის მთავრობას მოუწოდა გაეროს გამომძიებლებთან თანამშრომლობისაკენ ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით. ბან კი-მუნმა სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გააკეთა სირიის კონფლიქტზე ეს განცხადება:
„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერ გარემოებებში - დაარღვევდა საერთაშორისო სამართალს. კაცობრიობის წინააღმდეგ ასეთ დანაშაულს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა ბოროტმოქმედთათვის“.
ამასობაში, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მილიონს მიაღწია სირიიდან კონფლიქტის გამო გაქცეული ბავშვების რიცხვმა. ამას გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის) და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, საკუთრივ სირიის ტერიტორიაზე ადგილნაცვალ პირად ითვლება კიდევ ორ მილიონამდე არასრულწლოვანი.
მათ შორის არის 14 წლის აჰმედი.
„ჩემი ძმა მოკლეს, ჩემმა დამ ტვინის ტრავმა მიიღო. ჯერ არ გვეგონა, რომ მის აქ მოყვანას შევძლებდით, მაგრამ, ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანით მოვიყვანეთ, ისევე როგორც ჩემი ძმის გვამი. ის აქვე დავასაფლავეთ. ჩემს დას მკურნალობენ, რომ ტრავმის შემდეგ ისევ ისწავლოს სიარული, რადგან ახლა მარცხენა ფეხს ვეღარ ხმარობს. ვნატრობ, ოდესმე შინ დაბრუნება შევძლოთ“, - ამბობს აჰმედი. მას სამხრეთ-დასავლეთ სირიის ქალაქ დარააში ესაუბრა გაეროს ლტოლვილთა სააგენტო.
სირიაში ადგილნაცვალ პირთა რიცხვს - ორ მილიონს - აღწევს ორ-ნახევარი წლის წინ, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სირიიდან გაქცეულთა რიცხვიც. მათი უმრავლესობა თავს აფარებს თურქეთს, ერაყს, იორდანიასა და ჩრდილოეთ აფრიკას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გამოეხმაურა ცნობებს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ.
„რაც ვნახეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე ეხება სერიოზული შეშფოთების გამომწვევ, მართლაც, დიდ მოვლენას. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ვმუშაობთ გაეროში, რათა ვცადოთ მივაღწიოთ უკეთესი ზომების მიღებას და მოვუწოდებთ სირიის მთავრობას, დაუშვას გამოძიება ადგილზე, რადგან გაეროს ექსპერტები ამჟამად სირიაში იმყოფებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამამ გაზვიადებული უწოდა მოლოდინს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია მოაგვაროს სირიაში რამდენიმე ჯგუფს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემა.
CNN-თან ინტერვიუში ობამამ გაეროს ექსპერტები ახსენა. ისინი 18 აგვისტოს ჩავიდნენ დამასკში ქიმიური იარაღით თავდასხმის წინა ბრალდებების გამოსაძიებლად. ამ ბრალდებებს ერთმანეთს უყენებენ სირიის მმართველი რეჟიმი და ოპოზიციონერი მებრძოლები. რაც შეეხება ბოლო, 21 აგვისტოს, ინციდენტს, სირიელი ოპოზიციონერების ვარაუდით, 500-დან 1300-მდე ადამიანი შეიწირა დამასკთან ქიმიური იარაღით მოწყობილმა თავდასხმამ. ეს მაჩვენებლები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
ჩემი ძმა მოკლეს, ჩემმა დამ ტვინის ტრავმა მიიღო. ჯერ არ გვეგონა, რომ მის აქ მოყვანას შევძლებდით, მაგრამ, ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანით მოვიყვანეთ, ისევე როგორც ჩემი ძმის გვამი. ის აქვე დავასაფლავეთ. ჩემს დას მკურნალობენ...14 წლის აჰმედი