სექტემბრის დასაწყისში, ანის მონდომებით გაიხსნა დაბა ფასანაურში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტი. ამ დრომდე, ფასანაურში, ამცრელ პუნქტში, ორჯერადად მხოლოდ 18 ადამიანია აცრილი. ანი წუხს, რომ ხეობაში ნაკლები სიფრთხილით ეკიდებიან კორონავირუსის გავრცელების პრობლემას. მისი თქმით, მომხრეები არც ვაქცინაციას ჰყავს. ამიტომ ცოტა ხნის წინ, გადაწყვიტა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საინფორმაციო პლაკატები დაემზადებინა და ახლა როგორც ფასანაურში, ისე მის მომიჯნავე სოფლებში, პლაკატებს ღობე-ღობე, კედელ-კედელ აკრავს. ექიმი-ანესთეზიოლოგი ასე ცდილობს ადგილობრივების ინფორმირებას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის სარგებლიანობის შესახებ. გარდა პლაკატების გაკვრისა, ანი ფასანაურის ხანდაზმულ მცხოვრებთ, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, საკუთარი მანქანით ემსახურება და ამცრელ პუნქტში მიჰყავს.
ანის „პარტიზანული“ პლაკატები
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან