„ქვიარ დების გარბენი“ ჰომოფობიის წინააღმდეგ
17 ივნისს, ზუსტად ერთი თვის თავზე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღიდან, „ქვიარ დების გარბენი“ გაიმართა ლისის ტბაზე. ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოფობიის, ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ მარათონი მოაწყვეს. „ერთად დგომით, ერთად რბოლით - დავანახოთ სიძულვილით მოტივირებულ ადამიანებს სიყვარულის სისწრაფე და ძალა!“ ეს იყო მარათონის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. „ქვიარ დების გარბენის” ორგანიზატორები არიან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფი და „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“. გარბენი წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორთა თქმით, ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...