ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
ამავე წყაროს ცნობით, სამხედროებმა „საშუალო სიმძიმის“ დაზიანებები მიიღეს ავტომობილის გადაბრუნების შედეგად.
სამინისტროში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და „თავის დაზღვევის მიზნით“ უტარდებათ კვლევები.
ისინი ჯერ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - „მედიქლაბში“. „მედიქლაბში“ მათი გადაყვანის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ დაშავებულები კარგად არიან.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“, - რომელსაც საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს, - 25 ივლისს გაიხსნა ოფიციალურად.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მათ შორის:
- უკრაინა,
- გერმანია,
- ლიეტუვა,
- მოლდოვა,
- პოლონეთი,
- რუმინეთი,
- ბულგარეთი.
ფორუმი