მზია ამაღლობელის საქმის მასალები სტრასბურგში გასაგზავნად მზადდება

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებები სისტემატურად ირღვევა და სწორედ ამის გამო ამზადებენ საჩივარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„მზიას არ აკმარეს: უკანონო დაკავება; ძალადობა; შეურაცხყოფა; ყალბი დოკუმენტების შედგენა; ისეთი სამართალდარღვევების დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია; უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება... ამას ემატება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი იმგვარი კომენტარი, რომელიც ხელაღებით არღვევს მის უფლებებს და ადასტურებს სწორედ იმას, რომ მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით“, - თქვა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გამართა. კობახიძემ გუშინ, 16 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის და „კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.

„ბატონი კობახიძის კომენტარები არამხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, ამავდროულად ემსახურებოდა მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

ასევე ნახეთ Amnesty International: მოვითხოვთ სამართალს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

ასევე ნახეთ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდანმზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ - საია„მედიის სოლიდარობის მარში“ პარლამენტის წინ მივიდა - დაგეგმილია ღამისთევასტრასბურგში მოხვდება და სიმართლე დამტკიცდება - საიას თავმჯდომარე ამაღლობელის საქმეზეპატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს