საიამ მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ფოტო არქივიდან: ბათუმი, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია.

ონლაინგამოცემების, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარში საუბარია ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე.

„ამ საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)“, - თქვა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ Amnesty International: მოვითხოვთ სამართალს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

ასევე ნახეთ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდანმზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ - საია„მედიის სოლიდარობის მარში“ პარლამენტის წინ მივიდა - დაგეგმილია ღამისთევასტრასბურგში მოხვდება და სიმართლე დამტკიცდება - საიას თავმჯდომარე ამაღლობელის საქმეზეპატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს