„ჩვენ დიდი ხანია, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს საერთო გასაჭირად აღვიქვამთ და ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეპრესიების გზით ამყარებს ავტორიტარიზმს, ყველაფერს გაანადგურებს, რაც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ხელს შეუშლის; რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს“, - წერია მოძრაობის მიერ 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
- მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციისას პოლიციამ ოთხი მაღაროელი დააკავა, ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა.
- მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- დაკავებულებს - გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანსა და აჩიკო ჭუმბურიძეს - ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას.
- ჭიათურაში პროტესტი გრძელდება - როგორც მაღაროელების, ასევე სოფელი შუქრუთის მოსახლეობის; კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ რეორგანიზაცია და წარმოების განახლების პროცესი დაიწყო რუსი ბიზნესმენის მიხეილ სოცკის ხელმძღვანელობით
„ჩვენი საზოგადოება ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა ხელისუფლების მანიპულაციის წინაშე, რომელიც სავსეა ცრუ რელიგიური და ფსევდოპატრიოტული გულის აჩუყებებით, რასაც ხან ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებს უწოდებენ, ხან კი სუვერენულ პოლიტიკას, რომელსაც მკაცრი ხელი სჭირდება“, - წერია განცხადებაში.
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს კიდეც იმაში, რომ დამძიმებული კანონმდებლობა „აგენტების“ გამოვლენას ემსახურებოდა, მაგრამ ჭიათურის ამბავი ბოლომდე ცხადყოფს, რაც ხდება სინამდვილეში და რასაც დიდი ხანია, ვიმეორებთ: მოქმედი ხელისუფლება, პოლიტიკური კლასისა და მეინსტრიმული მედიის მონაწილეობით, სუვერენიტეტად და ღირებულებების დაცვად გვასაღებს ქართული მიწა-წყლისა და ბუნებრივი რესურსების კიდევ უფრო სასტიკი ძარცვის პოლიტიკას“, - აცხადებს მოძრაობა.
„ხელისუფლება ცდილობს, უსამართლობის მორევში მყოფი ადამიანების სასოწარკვეთა მათსავე წინააღმდეგ მიმართოს, ერთმანეთს გადაკიდოს და ისარგებლოს ამით, დაგვარწმუნოს, რომ არაფერი შეგვიძლია და შედეგად, ისინი სამუდამოდ იბატონებენ ჩვენზე“, - წერენ „რიონის ხეობის მცველები“.
ასევე ნახეთ პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ოთხი მაღაროელი ასევე ნახეთ ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ - პროცესს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებსმოძრაობა აცხადებს, რომ 1 მაისს, - მშრომელთა საერთაშორისო დღეს, - ჭიათურაში აქციას შეუერთდება და საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ დიდ აქციას.
1 მაისს დამოუკიდებელი პროფკავშირები, მათ შორის საჯარო მოხელეთა პროფკავშირები, და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები თბილისშიც გეგმავენ საპროტესტო დემონსტრაციას.