ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან.
მათი ინფორმირებული წყაროების თანახმად, ონლაინ-შეხვედრა დღეს, 13 აგვისტოს გაიმართება.
ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოსაა დანიშნული ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
ასევე ნახეთ CNN: ტრამპი პუტინს ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეხვდებაროგორც Reuters-ი წერს, უკრაინის და ევროპის ლიდერებს სურთ გაარკვიონ, არსებობს თუ არა ზავის მისაღწევად უკრაინის ინტერესების ღალატის საფრთხე. ევროპელები შიშობენ, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება და სცადონ არამომგებიან შეთანხმებაზე უკრაინის დათანხმება.
აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ კონცენტრირებული არიან, რათა ეს არ მოხდეს.
წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, იტალიის, პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი.
განახლება: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, დღეს, 13 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება ბერლინში, სადაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება და შემდეგ მასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში.
ასევე ნახეთ ტერიტორიული კომპრომისები: რას შეიძლება შეეხოს ალასკაში მოლაპარაკებები?ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
12 აგვისტოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.
ასევე ნახეთ უნგრეთი არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე გამოქვეყნებულ განცხადებას