ზელენსკის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს, 13 აგვისტოს პრეზიდენტი მუშაობს ბერლინში, სადაც ორმხრივი შეხვედრა ექნება ფედერალურ კანცლერ მერცთან, შემდეგ კი ერთად მიიღებენ მონაწილეობას პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების და ნატოს გენერალური მდივნის ვიდეოკონფერენციაში.
პრესმდივნის თანახმად, ბერლინის დროით 16:00 საათისთვის ზელენსკიმ და მერცმა შესაძლოა, პრესისთვის განცხადებები გააკეთონ.
ასევე ნახეთ პუტინთან შეხვედრამდე ტრამპი უკრაინის და ევროპის ლიდერთა პოზიციას მოისმენს15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დანიშნულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
შეხვედრის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
ასევე ნახეთ ტერიტორიული კომპრომისები: რას შეიძლება შეეხოს ალასკაში მოლაპარაკებები?12 აგვისტოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.