სუსმა ზოდელავა დააკავა: „ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა მობილური“ - მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მურთაზ ზოდელავა დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 11 სექტემბერს, ენმ-ის ლიდერ ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.

ხაბეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან დააკავეს.

სუსის განცხადების თანახმად, ხაბეიშვილმა იქვე მდგარ ზოდელავას „დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი“, რის შემდეგაც „ზოდელავამ აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა“.

ამ დროს, სუსის განცხადების თანახმად, ზოდელავამ „გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე“.

პოლიტიკოსს ბრალად ედება „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.

მურთაზ ზოდელავას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელებისთვის თანხის საჯაროდ დაპირების გამო, თუ დარბევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას


ასევე ნახეთ სუსმა ხაბეიშვილის და ბურჭულაძის დაკავებაზე ერთ ბრიფინგზე გაავრცელა ინფორმაცია