შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს, საღამოს მორიგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ რვა ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით - ყველა მათგანს პატიმრობა ემუქრება.
ჯამში, მისი თქმით, დაკავებულია 44 ადამიანი, ხოლო კიდევ ოთხზე ძებნაა გამოცხადებული.
დღეს საღამოს, სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს 71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი - პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.
ასევე ნახეთ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილიდაკავებულთა შორისაა ირაკლი ჩხირკვია, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი.
ასევე, დიზაინერი, არტდირექტორი ია დარახველიძე.
ამ საქმეზე ჯამში 44 ადამიანია დაკავებული.
- მათ შორის არიან 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე;
- 6 ოქტომბერს დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
- 7 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე;
- 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი;
- 9 ოქტომბერს კი სიას კიდევ რვა დემონსტრანტი დაემატა.