აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომის დასრულების პირობად კიევისგან მოითხოვა დონეცკის ოლქზე კონტროლის სრულად დათმობა.
ორი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს The Washington Post-ი.
გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა ასევე განაცხადა მზადყოფნა, დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის სანაცვლოდ დათმოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები.
WP-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ტერიტორიული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად მასშტაბურია ამჯერად, აგვისტოში ანკორიჯის მოლაპარაკებების დროს წამოყენებულ პრეტენზიებთან შედარებით. წყაროების ცნობით, თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს წინსვლად შეაფასა.
გაზეთის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ პარასკევს შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დონეცკის ოლქის რუსეთისთვის კონტროლის გადაცემასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციაზე „ზეწოლა“ მოახდინა.
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 16 ოქტომბერს შედგა. WP-ის კომენტარის თხოვნას არც თეთრმა სახლმა და არც კრემლმა არ უპასუხეს.
ასევე ნახეთ
„პრეზიდენტ ტრამპს არც "არა" უთქვამს და არც თანხმობა ტომაჰავკებზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკიზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპთან „პროდუქტიული“ შეხვედრა ჰქონდა ზელენსკი და ტრამპი თეთრ სახლში ხვდებიან. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ტრამპი უკრაინას ომის დასრულებაში დაეხმარებაCNN: ტრამპს არ გამოურიცხავს კიევისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდებაორბანმა და პუტინმა ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს სატელეფონო საუბრისასყურადღების ცენტრშია „ტომაჰავკები“ და საუბრის ტონი - დღეს ტრამპი ვაშინგტონში ზელენსკის ხვდებატრამპი: რაკეტები „ტომაჰავკი“ მრავლად გვაქვს, მაგრამ თავადაც გვჭირდებატრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს ბუდაპეშტშიტრამპი და პუტინი სატელეფონო კონსულტაციას მართავენბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრა და ნატო-უკრაინის საბჭო