ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 15 ნოემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ნოემბრის დილის მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითაც ქვეყნის საავიაციო ძალებს გააძლიერებს.

მისი თქმით, შეთანხმება 17 ნოემბერს, საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდება.

„ისტორიული შეთანხმება მოვამზადეთ საფრანგეთთან. ეს იქნება ჩვენი საავიაციო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება, ჩვენი ცის დაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, სამშაბათს, 18 ნოემბერს, მას ესპანეთში „შედეგიანი ვიზიტი“ ელოდება, რომელსაც დიდი ხანია, ამზადებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც რეალურად ეხმარებიან უკრაინას:

"ჩვენი მთავარი ამოცანები დღეს არის საჰაერო თავდაცვა და ამ სისტემებისთვის საჭირო რაკეტები. ყოველი რუსული თავდასხმის შემდეგ ჩვენ ვახერხებთ ძალების აღდგენას. ეს მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ნოემბერს, დილის ტრადიციულ მიმართვაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით 17 ნოემბერს უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში უმასპინძლებს. ინფორმაცია ამის შესახებ 14 ნოემბერს როიტერსმა გაავრცელა.

ელისეს სასახლის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაა.

ასევე ნახეთ

სტარმერი მოკავშირეებს უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებსბრიუსელი გეგმავს გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დაფინანსებას 2025 წლის შემდეგ„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენმაკრონი: როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, ამას გრძნობენ ქართველებიც, უკრაინელებიც და სხვა ხალხებიცმაკრონი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდესევროპელი ლიდერები: გაძლიერდეს სანქციებით კრემლზე ზეწოლა, თუ პუტინი უარს იტყვის მშვიდობაზეWSJ: უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის საკუთარი გეგმა შესთავაზესზელენსკი ომის დასრულების საკითხზე ევროპელ პარტნიორებს ესაუბრა: ევროპის ხმამ უნდა იქონიოს ზეგავლენა პროცესებზე