ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
- ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე -ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს; - რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება ბერლინში (2019 წელს) - როცა ხანგოშვილი მოკლეს და თბილისში (2015 წელს) - როცა ის დაჭრეს; - რატომ ამოიღეს მიზანში ზელიმხან ხანგოშვილი?
გიგა აგლაძის ფილმის პროდიუსერი დევიდ ლინჩი იქნება, ფილმზე "Another Me" მუშაობა უკვე დასრულდა.
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდ თვის წინ დაასრულა, „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა.
აქციის 45-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ ეკა ჯაიანმა განაცხადა, არ შეჩერდება ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის
ყველას, ვინც იხილა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის კადრები, ალბათ, ემახსოვრება კაცი მწვანე მაისურში, რომელსაც მალევე შეისრუტავს მისკენ მოძრავი სპეცრაზმის კორდონი. ვინ არის ეს მწვანემაისურიანი კაცი და როგორ იხსენებს ის 20 ივნისის ღამეს?
,,დაგღალა პუტინმა? დაისვენე საქართველოში!” ამ და სხვა ბანერებით რუსეთის ათამდე მოქალაქემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს 20-21 ივნისის საქმეზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ემუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ტატუს ოსტატი ტატიანა გოდიბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის მისი სალონის ტატუ არტისტებმა მსურველებს ანტისაოკუპაციო სვირინგი უფასოდ დაახატონ. სურვილი უკვე 300-მდე ადამიანმა გამოხატა.
„მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - ამ სიტყვებით მიმართა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძეს
“სამოქალაქო აქტივიზმმა უნდა გაიმარჯვოს”, - ამბობს თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივიზმმა პოლიტიკური ძალების გაკონტროლება უნდა შეძლოს.
3 ოქტომბრის წვიმიან საღამოს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა ასიათასზე მეტმა გულშემატკივარმა საოცარი თამაში იხილა.
ცახი ქვემო რაჭის მაღალმთიანი სოფელია, სადაც დღეს ოცამდე გლეხი ცხოვრობს. წლებია, იქ ახალი ოჯახი არ შექმნილა და არც ბავშვი დაბადებულა. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა კაცების უმრავლესობა უცოლოა, ცახში აღარც ახალგაზრდა ქალები შემორჩნენ - ისინი ქალაქში გადაიხვეწნენ, ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სამუშაოდ.
ბატატს სხვანაირად ტკბილ კარტოფილსაც უწოდებენ, თუმცა ამ ბოსტნეულის გემო დაახლოებით კარტოფილის, გოგრისა და წაბლის გემოებს შორისაა. ქართველებს მისი მოყვანა პირველად მე-16 საუკუნეში უცდიათ, მაგრამ მაშინ ფეხი ვერ მოუკიდებია. ხელახლა ბატატის მოყვანა, დიდ ფართობზე, შარშან ლაგოდეხელმა შოთა ერიაშვილმა სცადა.
ტურალ ქურბანლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა ჰოლანდიის მთავრობისათვის. ალიევის რეჟიმს გამოქცეულმა ჟურნალისტმა ოჯახთან ერთად საქართველოში სამ წელიწად-ნახევარი იცხოვრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს ქალიშვილთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. მან, მისი არაერთი მეგობრის მსგავსად, საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მუხთარლი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა. წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს გაიხსნა კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი. მუზეუმი 18 მაისიდან ღიაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია როგორც კოტე წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობით, მხატვრობით, ისე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოთი.
17 მაისს საქართველოში მეექვსედ აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. ამ დღის აღსანიშნავი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძრამდე გაგრძელდა. ლგბტქი თემის აქტივისტები 2019 წლის 17 მაისს ქუჩაში აღარ გამოსულან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო.
რას ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ბრალდებაზე და სუსის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე? ამ და სხვა თემებზე ლაპარაკობს მალხაზ მაჩალიკაშვილი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს შოთა უტიაშვილი - „რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.
ალექსანდრე მამუკაშვილი პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერია. კალიგრაფიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. 2012 წელს კი პირველი კალიგრამა შექმნა - კალიგრაფიისა და ნახატის სინთეზი. ალექსანდრე პირველი კალიგრაფია, რომელმაც საქართველში კალიგრამის ტექნიკა გააცოცხლა.
ჩამოტვირთე მეტი