ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
სომეხი სტუდენტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან, შარშან აქტიურად იყვნენ ჩართული სომხეთში განვითარებულ მოვლენებში. სომხეთის რევოლუციას ისინი ახალი თაობის რევოლუციას უწოდებენ.
გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის - ახალგაზრდა მწვანეები და მოძრაობა „ვინ’მე“-ს წევრები 5 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ამ ლოზუნგებით რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
5 მაისს რიყის პარკში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის დღეები, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წლევანდელი ევროპის დღეები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები „წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“.
ყრილობაზე დაანონსდა საპროტესტო აქციებიც, რომელიც სისტემატიურად გაიმართება იმისათვის, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, შეასრულონ დაპირებები.
ნიკა ლებანიძემ ტელეოპერატორის პროფესიასა და ექსტრემალურ სპორტში პირველი ნაბიჯები ერთდროულად გადადგა. სტუდენტობისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალპურ კლუბში გაწევრიანდა. იმ პერიოდში ტელევიზიის მეორე არხზე გადიოდა პრაქტიკას და მთაში კამერაც წაიღო.
პანკისელები 21 აპრილის მძიმე დღის გააზრებას ცდილობენ. მათთვის ერთი რამ უდავოა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას არ იმსახურებდნენ და რომ ჰესი არ უნდა აშენდეს.
ნანა ბანძელაძე დევნილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მან იმ ადამიანების ბედი გაიზიარა, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს სანატორიუმ „თბილისში“ შეასახლეს. ისინი დღემდე იქ ცხოვრობენ ნანასთან ერთად, რომელიც ოდესღაც რეგისტრატორად მუშაობდა.
9 აპრილის დარბეული ღამის მერე, აქციის მონაწილე, 23 წლის დევი ბერძენიშვილი მშობლებმა ცოტა ხნით თბილისს გაარიდეს. თბილისში უკვე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
2019 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. გამარჯვებული გუნდი ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში.
კვირაში ერთხელ სად არ შეხვდებით დრონის პილოტებს - ხან მზიურში, ხან ლისისკენ, ხან გაშლილ მინდორში და ხანაც იქ, სადაც ძველი შენობების ნანგრევებია - ეს იმისთვის, რომ ფრენა უფრო აზარტული გახდეს, უფრო რთული მანევრები აკეთონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ.
„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი ლადო აფხაზავა დუბაიში გაფრინდა. იქ 24 მარტს გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდება. კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ. შარშან გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს.
დღეს 16 მარტს, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოფელ ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების საგუშაგო კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს. ხურვალეთში შესვლა სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს.
13 მარტს, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან, 13 წლის გოგონა გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის სახურავზე „სელფის“ გადაღებას ცდილობდა.
რუსუდან გაჩეჩილაძის სახელი და გვარი, მისი, როგორც მოქანდაკის ფასი, დღეს ძალიან ცოტამ იცის.
12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღინიშნა. 1919 წლის 12 მარტს საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს. 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12.12 სთ-ზე გაიხსნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა.
თბილისის ზოოპარკმა 92-ე დაბადების დღე აღნიშნა. დღეს აქ 300-მდე სახეობის 600 ბინადარი ცხოვრობს. ზოოპარკს ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. ჩვენ ზოოპარკის ყევლაზე ხანდაზმული ბინადრები მოვინახულეთ.
ორივეს, ოღონდ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თიხა ბავშვობიდან უყვარდა. მაგრამ თიხის ოთახი (Ceramic Room) გაჩნდა მას მერე, რაც ნინომ და ქეთიმ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს, დამეგობრდნენ და ქართული თიხით დამზადებული ფილების მოხატვა დაიწყეს.
ამ შენობის ისტორია ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორიას ჰგავს, - გვეუბნება ხელოვნების კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი ჭადრაკის სასახლეზე. ნინი, წლებია, ამ შენობას უტრიალებს, სწავლობს, აკვირდება, აქ დამთვალიერებლები მოჰყავს და ყველა დეტალის ამბავი იცის.
ჩამოტვირთე მეტი