რუსეთის არმიაში იბრძვის ათასობით ადამიანი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი. ექსპერტები რუსეთის არმიაში ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მდგომარეობას „უკონტროლო ეპიდემიას“ უწოდებენ.
რუსეთის ქალაქ ბალეის მკვიდრი, 51 წლის ოლგა შარიპოვა საკუთარი ვაჟის საფლავზე მკვდარი იპოვეს. 24 წლის მაქსიმ შარიპოვი კონტრაქტორი იყო და უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ისევ ფრონტზე დაბრუნდა, სადაც დაიღუპა კიდეც.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სამხედრო სამსახურზე უარის გამო რუსეთის სასამართლოებში 20 ათასი საქმე შევიდა, ეს „მედიაზონის“ მონაცემებია.