რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ფაქტობრივად საშუალებას იძლევა, ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება გამოცხადდეს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“, თუ ამ გაერთიანების ერთ-ერთი წევრი გასამართლებულია „ექსტრემისტული საზოგადოების“ ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.