აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდა და ავიაკომპანია „ბელავიას“ წინააღმდეგ ამერიკის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადა.
10 სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრისას სასიკვდილოდ დაჭრეს ჩარლი კირკი, პრეზიდენტ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსეთის ექსპრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, პირდაპირ დაემუქრა ფინეთს და გამოიყენა ისეთივე ცრუ და პროპაგანდისტული არგუმენტები, როგორებსაც კრემლი იყენებდა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავის GPS სისტემა გაითიშა - სავარაუდოდ, რუსული ოპერაციის შედეგად. პილოტები იძულებულნი გახდნენ, უსაფრთხოდ დაშვებისთვის სარეზერვო ნავიგაციასა და ქაღალდის რუკებს დაჰყრდნობოდნენ.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 3 სექტემბერს პეკინში გრანდიოზული სამხედრო აღლუმი გამართა II მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავის აღსანიშნად. თუმცა ეს ღონისძიება მხოლოდ წარსულს არ ეხებოდა: ის ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც მომავალში გლობალურ პოლიტიკაში ჩინეთის როლის ხელახლა განსაზღვრაა.
1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი უკრაინა საკუთარი რაკეტების წარმოების სრული ციკლის გარეშე დარჩა.
2 სექტემბერს ლვოვში უკრაინელ პოლიტიკოსს, უმაღლესი რადის ყოფილ სპიკერსა და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანდრიი პარუბიის ეთხოვებიან. 30 აგვისტოს, შაბათ დილით ლვოვში, ეფრემოვის ქუჩაზე, ის უცნობმა რვა გასროლით მოკლა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მხარდამხარ იდგა, კრემლის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომთან დაკავშირებით დასავლეთს გამოწვევა გაუგზავნა.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი SCO-ს ორდღიან სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სხვა ლიდერებს უმასპინძლებს. ჩინეთი ევრაზიაში თავისი გავლენის გაღრმავებას ცდილობს.
რუსეთი სრული დატვირთვით ავითარებს ბირთვულ საწვავზე მომუშავე - ბირთვულ ფრთოსან რაკეტას, „ბურევესტნიკს“. უახლესი მტკიცებულებით ივლისსა და აგვისტოში ნოვაია ზემლიას არქტიკულ არქიპელაგზე აქტიური მუშაობა იყო, რაც კიდევ ერთ ტესტზე მიანიშნებს.
ყირგიზეთმა ბოლშევიკების ლიდერის, ვლადიმერ ლენინის კიდევ ორი ქანდაკება აიღო და მისი სახელი ბევრ ქუჩასა და სკოლაზე მოხსნა, რადგან ქვეყანა საბჭოთა მემკვიდრეობისგან თავის დაღწევას ცდილობს. ამის გამო რუსი კანონმდებლები მოითხოვენ, ყირგიზეთი „არამეგობრული ქმედებისთვის“ დასაჯოს.
რუსეთის ქალაქ ბალეის მკვიდრი, 51 წლის ოლგა შარიპოვა საკუთარი ვაჟის საფლავზე მკვდარი იპოვეს. 24 წლის მაქსიმ შარიპოვი კონტრაქტორი იყო და უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ისევ ფრონტზე დაბრუნდა, სადაც დაიღუპა კიდეც.
ჩამოტვირთე მეტი