ორი დღე დარჩა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციის შევსებისთვის. ყველა, ვისმა შემოსავალმაც გასულ წელს 40 000 ლარს გადააჭარბა და ქონებასაც ფლობს, ვალდებულია ჯერ დეკლარაცია შეავსოს, შემდეგ კი გადასახადი გადაიხადოს - ამისთვის მას რამდენიმე დღე აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის უკვე სამი წევრი მისცა პასუხისგებაში. მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
თვეზე მეტია, რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ბენზინის მწვავე დეფიციტია, რის გამოც იზრდება საწვავის ფასები და იხურება ბენზინგასამართი სადგურები. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბენზინი ლიმიტირებულად, (1 მძღოლი - 20 ლ) ტალონებით იყიდება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, - ამჯერად არა მთავრობის ადმინისტრაციაში, არამედ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - ფონდი "ქართუს" სასტუმრო „პარაგრაფში“.
რუსეთის ხელისუფლება კვლავ აპირებს საგადასახადო ტვირთის გაზრდას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი პირობას დებდნენ, რომ გადასახადები არ გაიზრდებოდა.
იტალიური გამოცემა Linkiesta-ს ცნობით, რუსული მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იტალიურ მაფიამდე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით აღწევს.
საქმეზე, რომელიც $665 მილიონის „გათეთრებას“ უკავშირდება, მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. ჯერჯერობით ერთადერთი დაკავებული არის კახა კოტორაშვილი - ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მფლობელი.
საქართველოში დააკავეს ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ბრალდებული „საზოგადოებისთვის უცნობი“ ადამიანი. ბრალდების თანახმად, მან 3 წელიწადში $624 მილიონი და €35 მილიონი გაათეთრა.
სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში თხილი მასობრივად ხმება. სახელმწიფო საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იკვლევს, როგორ გაუმკლავდნენ დაავადების გავრცელებასა და ეკონომიკურ ზიანს.
1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი უკრაინა საკუთარი რაკეტების წარმოების სრული ციკლის გარეშე დარჩა.
თურქმენეთის ერთ-ერთი პროვინციაში მსახიობებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს და სხვა შემსრულებლებს რამდენიმე კვირა მისცეს წონაში დასაკლებად, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება, „პრეზენტაბელურად გამოიყურებოდნენ“.
ჩამოტვირთე მეტი