კალაძემ დღეს, 23 ივლისს, დილით მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტია „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოტოინსპექცია გააკონტროლებს თბილისის „იერსახესა და გარემოს დანაგვიანებას და აკუსტიკურ ხმაურს“ და ექნება „ოპერატიული რეაგირება“ სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი ცნობითვე, უკვე შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი. კალაძეს ფასი არ დაუსახელებია
„ტრიციკლები ძალიან ეფექტურია ურბანულ სივრცეში გადაადგილებისთვის“, - თქვა მან.
ფორუმი