სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირა 10 ათასზე მეტი ქიმიური თავდასხმა უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებზე - ძირითადად გამოყენებული იქნა უახლესი რუსული ყუმბარები РГ-Во, რომლებიც რუსეთის არმიის შეიარაღებაში 2023 წლის დეკემბრიდანაა.
ეს ყუმბარები შეიცავს მომწამვლელ აირებს, რომლებიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, როგორც თავისთავად, ასევე მათი გამოყენების წესით: ამ ნივთიერებებით რუსი სამხედროები ცდილობენ უკრაინელი მებრძოლების თავშესაფრებიდან გამოდევნას, რათა შემდეგ შეტევა განახორციელონ მათზე. რუსეთის არმია ამაყობს ამ იარაღის ეფექტიანობით სამხედრო გამოფენებსა და სახელმწიფო ტელევიზიებში. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების ბრალდებების საპასუხოდ, კრემლი ოფიციალურად უარყოფს ქიმიური ყუმბარების გამოყენებას.
მაგრამ როგორ ახერხებს რუსეთი სანქციების პირობებში ქიმიური თავდასხმებისთვის იარაღის მასობრივ წარმოებას?
„სქემებმა“ მიაგნეს საწარმოს, რომელმაც შექმნა გაზის ახალი ყუმბარა რუსეთის არმიისთვის და გაარკვიეს, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, თუ როგორ აგრძელებს ქარხანა იარაღის წარმოებას და საჭირო კომპონენტების (მათ შორის ნედლეულის) შეძენასს როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მეგობრულ ჩინეთში.
ასევე - ჟურნალისტებმა მოახდინეს იმ რუსული დანაყოფების იდენტიფიცირება, რომლებიც იყენებენ ამ აკრძალულ მომწამლავ გაზის ყუმბარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.
ქიმიური იარაღი - ეს არის ნებისმიერი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია თავისი ქიმიური პროცესების მეშვეობით გამოიწვიოს ადამიანების ან ცხოველების სიკვდილი ან ჯანმრთელობის მოშლა, - განმარტავს ქიმირი იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წელს ამავე სახელწოდების კონვენციის დებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. კონვენციის ხელმომწერებს შორისაა თითქმის ორასი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და რუსეთი. თუმცა, ამ უკანასკნელმა არაერთხელ დაარღვია ეს შეთანხმება.2020 წელს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოკვლის მცდელობა განხორციელდა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიურ-ნერვული აგენტის გამოყენებით. 2018 წელს ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდ ბრიტანეთში ამავე ტიპის ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთი ქიმიურ იარაღს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ახალი ქიმიური ყუმბარა
2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში სამხედრო ოპერაციები დაიწყო, უკრაინელი სამხედროები არაერთხელ გამხდარან რუსეთის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მოწმეები.
რუსეთმა არა თუ არ გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგები, არამედ პირიქით, გაზარდა მისი წარმოება. ნიკიტიუკი
„კერძოდ, დაფიქსირებულია საბჭოთა K-51 ყუმბარების ხშირი გამოყენება“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების დამხმარე ძალების პოლკოვნიკმა არტემ ვლასიუკმა.
„ეს ყუმბარები გამოიყენეს როგორც დონეცკის აეროპორტის აღებისას, ასევე 2022 წელს - მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლების დროს“, - აცხადებს სასამართლო-კრიმინალისტიკური და სამხედრო კვლევების ლაბორატორიის სექტორის ხელმძღვანელი ვიტალი ნიკიტიუკი, რომლის თქმითაც, რუსეთი არღვევს ყველა მსოფლიო შეთანხმებას, მათ შორის გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციას.
„რუსეთმა არა თუ არ გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგები, არამედ პირიქით, გაზარდა მისი წარმოება“, - ამბობს ვიტალი ნიკიტიუკი.
და ასევე, ნიკიტუკის თქმით, რუსეთი ახდენს მოდერნიზებას.
2023 წლის დეკემბერში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ჯარის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს გაზის ახალი ყუმბარები РГ-Во, - განაცხადა 2024 წლის იანვარში ანდრეი რუდიკმა, კიევში დაფუძნებულმა ნადავლი და პერსპექტიული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა.
რას წარმოადგენს ახალი ქიმიური ყუმბარა?
2023 წლის ბოლოს, რუსმა სამხედრო ბლოგერმა თავის აუდიტორიას წარუდგინა რუსული სამხედრო ინდუსტრიის ახალი პროდუქტი. რუსი ბლოგერის (რომანოვ_92) შეტყობინება:
„გაიცანით, ეს არის РГ-Во. ძალიან ეფექტიანი გაზის ყუმბარა. კოპტერიდან ჩაგდების შემთხვევაში გეხმარება მოწინააღმდეგის თავშესაფრიდან სწრაფად გამოდევნაში.“
РГ-Во - სავარაუდოდ, რუსული სახელწოდების - „ხელის ყუმბარა - მომწამვლელი ნივთიერება“ აბრევიატურაა („Ручная Граната – Вещество Отравляющее“ - რედ.). სულ მალე კი რუსეთის სამხედრო ფორუმებზე გამოჩნდა ამ უახლესი ქიმიური ყუმბარების მთელი პარტიების ფოტოები.
2024 წლის ივნისში, რუსეთი ამ უახლესი ქიმიური ყუმბარების დემონსტრირებას ახდნეს უკვე სამხედრო გამოფენა „ეროვნული უსაფრთხოება. ბელარუსი-2024“-ზე.
2024 წლის მაისში კი, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ღიად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა რუსული არმია РГ-Во-ს უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალულია ომებში ქიმიური იარაღის გამოყენება
ამასთან, ექსპერტების თქმით, ახალი რუსული ქიმიური ყუმბარა РГ-Во შესაძლოა კიდევ უფრო ტოქსიკური იყოს, ვიდრე მისი წინა ანალოგები, რადგან შეიცავს მომწამვლელ აირებს: CS და CN.
„ადამიანი, რომელიც ამ გაზის ყუმბარის გარკვეულ დოზას იღებს, ორიენტაციასა და მოქმედების უნარს ჰკარგავს, შესაბამისად ის ადვილი სამიზნე ხდება“, - განმარტავს ვიტალი ნიკიტუკი, სასამართლო-კრიმინალისტიკური და სამხედრო კვლევების ლაბორატორიის სექტორის ხელმძღვანელი.
ამ ნივთიერებების ზემოქმედების შესახებ „სქემებმა“ ჰკითხეს იმ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც ქიმიური იარაღით პარალიზების შემდეგ დნეპროპეტროვსკის ოლქის ერთ-ერთ ჰოსტიტალში გადიან რეაბილიტაციას.
ისინი გაზით მოიწამლნენ დონეცკის ოლქის სოფელ „მეორე ვოდიანეს“ დაცვისას. საუბრის ჩაწერის დროს სწორედ ამ დასახლებისთვის მიმდინარეობდა ბრძოლები. რუსეთის არმია ცდილობდა უკრაინელი დამცველების პოზიციებიდან განდევნას სწორედ РГ-Во გაზის ყუმბარების გამოყენებით.
„შევიდით ჩვენს პოზიციებზე, სადღაც ოთხი ან ხუთი დღის შემდეგ გამოუშვეს გაზის ყუმბარები. ძალიან მწველი რამე იყო. თვალები გიცრემლიანდება, სახე გიხურდება. ღრმად სუნთქვა აღარ შეგიძლია. ანუ, შეისუნთქავ თუ არა, იწყებ ღებინებას, ხველას“, - ამბობს ჯარისკაცი ოლექსანდრ ნიაგუ.
„დღეს მათი პრაქტიკა ასეთია - FPV-დრონი და ქიმიური იარაღი, რომელიც უხილავი და უხმოა.. ცრემლი გდის, გაბოყინებს - მოწამვლის ყველა სიმპტომი გაქვს, მაგრამ მაინც უნდა განაგრძო სროლა, მოწინააღმდეგის მოგერიება. სხვა გზა არ არის“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იგორ კოზარენკო.
თავად ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც РГ-Во ყუმბარების ნაწილია, შეუძლია სამხედრო მოსამსახურეების РГ-Во მოწამვლა, არამედ სიკვდილამდე მიყვანაც. .
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურმა ექვსი ასეთი ფატალური შემთხვევა დააფიქსირა, - ამბობს მაიორი ალლა ასაულენკო, რომელიც განმარტავს, თუ რა პირობებში ხდება ეს გაზი სასიკვდილო.
„მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და მოქმედების დრო - რამდენ ხანს მოქმედებდა გაზი ორგანიზმზე და რა ნივთიერება იქნა გამოყენებული. ქლოროპიკრინს შეუძლია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანება და მძიმე ჰემორაგიული პნევმონიის განვითარება“, - ამბობს ალლა ასაულენკო.
მაგრამ ქიმიური ყუმბარა სხვა რამის გამოა უფრო მეტად სახიფათო. „ყუმბარებს ძირითადად იყენებენ კვამლის საშუალებით მოწანააღმდენის საფარიდან გამოსადენად, ანუ სამხედროებს აიძულებენ, გამოვიდნენ თავშესაფრიდან და მოწინააღმდეგის სამიზნეში მოხვდნენ“, - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი, რომლის თქმითაც, ეს ყველაფერი ომის აკრძალული მეთოდებია.
ეს მეთოდები ახალი არ არის. რუსეთი იყენებს 100 წელზე მეტი ხნის ტაქტიკას.
მაშინ ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს მტრის სანგრებში ძირითადად ხელით ისროდნენ. ახლა, თანამედროვე ომში, ყუმბარებს დრონებიდან ყრიან.
აი, როგორ მუშაობს ეს:
- ჯერ ხსნიან დამცავ ჭილიბს და აფიქსირებენ გამშვებ მექანიზმს, რაც ხელს უშლის ყუმბარის აფეთქებას. ამის შემდეგ კი ყუმბარას ამაგრებენ კვადროკოპტერზე.
- ოპერატორი მიმართავს საფრენ აპარატს მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ და ყუმბარას მათ თავშესაფარში აგდებს. მომწამვლელი კვამლი სწრაფად ავსებს სივრცეს.
- თავის დაცვის მიზნით სამხედროები აირწინაღებს იკეთებენ, მაგრამ თუ აირწინაღები არ აქვთ, მაშინ ისინი იძულებული ხდებიან თავშესაფრები დატოვონ და გარეთ გამოვიდნენ.
- როგორც კი მებრძოლები თავშესაფარს დატოვებენ, მათ ცეცხლს უხსნიან.
„ეს ომის დანაშაულია. აკრძალულია 21-ე საუკუნეში სამხედრო ოპერაციების წარმოება არსებითად ბარბაროსული მეთოდები. ეს, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხელმძღვანელობის ნებით და ბრძანებით ხდება“, - ამბობს ხარკოვის რეგიონალური პროკურატურის ხელმძღვანელი ამილ ომაროვი.
რუსმა სამხედროებმა ამ ტაქტიკის მასობრივად გამოყენება დაიწყეს 2023 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც მათ შეიარაღებაში გამოჩნდა უახლესი РГ-Во ხელყუმბარები.
სად აწარმოებს რუსეთი ქიმიურ იარაღს?
1945 წელს რუსეთში დაარსდა გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (НИИПХ), რომელიც მდებარეობს მოსკოვის ოლქში - კერძოდ, სერგევის პოსადში. ამჟამად ეს ინსტიტუტი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ნაწილია და ნახევარ საუკუნეზე მეტია, სამხედრო და სამოქალაქო პიროტექნიკას აწარმოებს.
ინსტიტუტის ვებსაიტზე მხოლოდ მისი სამოქალაქო პროდუქციაა წარმოდგენილი: ბენგალური შუშუხუნები და ვაზნები სპორტული სროლისა და ნადირობისთვის. არა და, ამ დროს, ეს საწარმო ამჟამად რუსული არმიის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის 750-ზე მეტ სახეობის სპეციალურ პიროტექნიკურ საშუალებას აწარმოებს.
დაწესებულების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვიდეოში ნათქვამია, რომ: „ინსტიტუტმა დაიწყო პიროტექნიკის განვითარება ჯარის ყველა სახეობისათვის. პერსპექტიული ტიპის იარაღისთვის შემუშავდა მინიატურული პიროტექნიკური მოწყობილობები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ“.
კერძოდ, საუბარია თერმობარულ მოწყობილობაზე - ანუ ისეთზე, რომელიც ერთდროულად მუშაობს მაღალ ტემპერატურაზეც და მაღალ წნევაზეც. ბოლოს და ბოლოს, სწორედ აქ შემუშავდა თერმობარული ქობინები ისეთი დრონებისთვის, როგორიცაა Shahed.
2020 წელს მოსკოვის გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვარენიხმა დაწესებულების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა „სახელმწიფო შეკვეთები“ და „რუსეთის არმიისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის შექმნა“.
როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნებით იხელმძღვანელეს, როცა ინსტიტუტში ტოქსიკური ქიმიური ყუმბარები РГ-Во შექმნეს.
ინსტიტუტის წარმოების მასშტაბების ზრდა დაემთხვა დაწესებულების ხელმძღვანელობაში მომხდარ საკადრო ცვლილებას. 2023 წლის მარტში, ნიკოლაი ვარენიხის ადგილი, რომელიც ინსტიტუტს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დაიკავა არტემ მურანოვმა, ასევე გამოცდილმა მუშაკმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოების საკმაოდ მაღალი ტემპია, რადგან ასეთი გაზის ყუმბარები შეუზღუდავი რაოდენობით გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების თითქმის მთელ ხაზზე“, - ამბობს უკრაინელი პოლკოვნიკი არტემ ვლასიუკი.
რუსეთის არმიის რომელი დანაყოფები იყენებენ РГ-Во-ს?
ერთ მაგალითი - რუსეთის ფედერაციის 114-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა. სწორედ ამ ბრიგადის მოიერიშეები ყრიდნენ ქიმიურ ყუმბარებს უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციიებზე ზემოხსენებულ ვიდეოში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა.
114-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა შეიქმნა 2023 წელს ე.წ. „ბატალიონ ვოსტოკ“-ის, გასამხედროებული დაჯგუფების ბაზაზე, რომელიც 2014 წლიდან იბრძოდა უკრაინის არმიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.
კიდევ ერთი დანაყოფი, რომელიც ომში ქიმიურ ყუმბარებს იყენებს - რუსეთის 136-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადაა, რომლის მონაწილეობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა.
„ჩვენს მიერ მოპოვებულმა მასალებმა მოგვცა საშუალება დაგვედგინა, რომ ექვსი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყოველდღე - ეს არის საკვანძო მომენტი - ამ ქვედანაყოფის მებრძოლები ყოველდღე იღებდნენ ბრძანებას და, ამა თუ იმ ინტენსივობით გამოიეყენებინათ განადგურების სწორედ ეს საშუალება, ქიმიური ყუმბარები. ეს არის მათი ტაქტიკის სპეციფიკა, რასაც ისინი აქტიური შეტევითი მოქმედებების დროს იყენებენ“, - განაცხადა ხარკოვის ოლქის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა.
მაგალითად, ხარკოვის ოლქში - ვოლჩანსკის და კუპიანსკის მიმართულებით.
უშიშროების ეროვნული სამსახურის დაზვერვის ცნობით, ამ მიმართულებაზე დისლოცირებული 136-ე ბრიგადის სამხედროები მიმოწერაში ხშირად განიხილავენ РГ-Во ქიმიური ყუმბარების გამოყენებას განიხილავენ.
აქ მოცემულია ამ საუბრების ფრაგმენტები 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულიის პერიოდში.
რუსი სამხედროები ერთმანეთთან საუბარში ზოგჯერ РГ-Во ყუმბარებს უბრალოდ „გაზს“ უწოდებენ და ხშირად თხოვენ უზრუნველყოფის (მომარაგაების) სამსახურს, მეტი ყუმბარის მიწოდებას, რადგან მარაგები ამოეწურათ.
ამ მიმოწერებში რუსი სამხედროები ფსევდონიმებით არიან წარმოდგენილი. თუმცა, ამის მიუხედავად, „სქემების“ ჟურნალისტებმა ერთ-ერთი მათგანის, დიმიტრი ნოვიჩიხინის იდენტიფიცირება მოახერხეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, 20 წლის ნოვიჩიხინი მსაუხრობდა ზემოხსენებულ 136-ე ბრიგადაში უფროს რადისტად.
„სქემებმა“ სცადეს ნოვიჩიხინთან დაკავშირება, თუმცა მან ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.
ხოლო უკაინის უშიშროების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მარტში ის მართლაც იმყოფებოდა ხარკოვის ოლქში იმავე 136-ე ბრიგადის შემადგენლობაში. ჯარისკაცის შეტყობინებებიდან, რომელსაც „სქემები“ დიმიტრი ნოვიჩიხინად ასახელებენ, ირკვევა, რომ ის პასუხისმგებელები იყო მომარაგებაზე, კერძოდ, აკრძალული გაზის ყუმბარების მიწოდებაზე.
ომში აკრძალულ ქიმიურ ყუმბარებს ასევე იყენებს რუსეთის გვარდია (როსგვარდია) - პირდაპირ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაქვემდებარებული სამხედრო ფორმირება. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ათიათასობით როსგვარდიელი მონაწილეობს.
როსგვარდიის პრესსამსახურის მიერ 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ვიდეოში, როსგვარდიელი ჯარისკაცი იყენებს იმავე გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ დამზადებულ თერმიტულ-აალებად ყუმბარებს, რომლებიც მსგავსია РГ-Во ქიმიური ყუმბარებისა.
რუსეთის საგადასახადო მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-ინსტიტუტი რუსეთის ე.წ. ძალოვანი უწყებების, მათ შორის როსგვარდიის, ნაცადი მომმარაგებელია (ვაზნები, პისტოლეტები, გაზის ყუმბარები და ა.შ. ).
შესაძლოა, გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-ინსტიტუტიდან РГ-Во ყუმბარებ ასევე იღებს სარატოვის ოლქში მდებარე ცენტრალური სამხედრო ქიმიური პოლიგონზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 42734.
ეს დაადგინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ გაზის ყუმბარების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ყუთების ფოტოს წყალობით. ყუთებზე მითითებული საბაჟო მონაცემების თანახმად, გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით, ეს ტვირთი სარატოვის მახლობლად მდებარე საწვრთნელ პოლიგონზე გაგზავნა.
ამ სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში შედის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის მობილური ბრიგადა.
კერძოდ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ სწორედ ამ ბრიგადის საშუალებით ხდება РГ-Во გაზის ყუმბარების გადასაცემად რუსეთის უპილოტო სისტემების იმ ქვედანაყოფებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
უკრაინისა და მისი პარტნიორების რეაქცია
სულ, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირა რუსეთის მიერ 10 ათასზე მეტი ქიმიური თავდასხმა.
„ჩვენ ხეში ჩავიგდეთ აღნიშნული ყუმბარები და გამოვიკვლიეთ ისინი. ასევე გადავეცით საერთაშორისო ორგანოებს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევისთვის. არსებობს ყოველწლიური ანგარიშები, რომლებშიც რსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების დონეზე. ეს არის შესაბამისი დიპლომატიური ზეწოლისა და ეკონომიკური და, შესაბამისად, სანქციების წინაპირობა“, - განაცხადა ხარკოვის რეგიონალური პროკურატურის ხელმძღვანელმა ამილ ომაროვმა.
„ჩვენი სამხედროები, უკრაინის მთავრობის მთელი ინფრასტრუქტურა, უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან ერთად, ძალიან ფრთხილად აგროვებს ამ მტკიცებულებებს, რომლებსაც შემდეგ გადასცემს საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ტიხი.
2024 წლის ნოემბერში ორგანიზაციამ პირველად აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური იარაღი გამოიყენა. თავად რუსეთმა უარყო ეს ინფორმაცია და ბრალდებებს ინსინუაციებად უწოდა.
ევროკავშირის საბჭომ ასევე დაგმო რუსეთის მიერ გაზის ყუმბარების გამოყენება.
რუსეთმა განახორციელა 9000-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა, კაია კალასი
„რუსები სულ უფრო ხშირად იყენებენ ქიმიურ იარაღს უკრაინასთან ომში. 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ 9000-ზე მეტი ქიმიური თავდასხმა (2025 წლის აგვისტოს მონაცემებით 10 000 თავდასხმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რედ.) განახორციელა. რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტკივილი და ტანჯვა მიაყენოს უკრაინას, რათა კიევმა კაპიტულაცია გამოაცხადოს. „ეს აუტანელია და სწორედ ამიტომ ვდგამთ ყველა ამ ნაბიჯს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა მიმდინარე წლის ივლისში.
კალასის მიერ ნახსენები ნაბიჯებიდან ერთ-ერთი - სანქციებია. ევროკავშირმა სანქციების მორიგი პაკეტი მიიღო 2025 წლის მაისში - მკაცრი შეზღუდვები დაუწესდათ სამ „რუსულ ორგანიზაციას, რომლებიც ქიმიური იარაღის შემუშავებასა და გამოყენებაში არიან ჩართულნი“.
ეფექტიანია თუ არა ეს ზომები?
როგორ ახერხებს გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტი რუსული არმიისთვის ასეთი რაოდენობით ქიმიური ყუმბარების წარმოებას, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო (აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იაპონიის და უკრაინის) სანქციების ქვეშაა?
მომწოდებლები
„სქემებმა“ დაადგინეს, რომ სანქციებმა მართალია ინსტიტუტის მუშაობა გაართულა, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ უმნიშვნელოდ. ეს იმიტომ ხდება, რომ ინსტიტუტი იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და ნედლეულის უმეტეს ნაწილს რუსეთის შიგნით და მეგობარ ჩინეთში ყიდულობს. ხოლო მასთან ვაჭრობენ ისეთი კომპანიები, რომლებმაც მოახერხეს შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ დასავლეთის ქვეყნებისთვის და გვეურდია აუარეს ეკონომიკურ შეზღუდვებს.
ასეთ კომპანიებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სარანსკის მექანიკური ქარხანა“.
გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტი მისგან ყიდულობს ქიმიური ყუმბარებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს - ორი ტიპის პიროტექნიკურ შემანელებელს, რომლებიც ხელს უწყობენ „აფეთქების“ ინიცირებას. „სქემებმა“ ამ კომპონენტების 2024 წელს მიწოდების შესახებ მონაცემები მიიღეს წყაროებიდან, რომლებსაც აქვთ წვდომა რუსეთის საგადასახადო მონაცემთა ბაზებზე.
„სარანსკის მექანიკური ქარხნის“ გარდა, 2024 წელს კიდევ ერთმა რუსულმა კომპანიამ, „ევროქიმინვესტმა“ მიაწოდა ინსტიტუტს ქიმიური ყუმბარების კომპონენტები.
ეს კერძო კომპანია გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტს ამარაგებდა ქიმიური გამხსნელებით - ქლოროფორმითა და აცეტონით.
ქლოროფორმი - მომწამვლელი აირის CN-ის კომპონენტი, ხოლო აცეტონის გამოყენება შესაძლებელია CS აირის წარმოებაში. ორივე ეს აირი ქიმიური ყუმბარის (РГ-Во-ს) ნაწილია.
ეს კომპანიები სანქციების ქვეშ იმყოფებიან იმის გამო, რასაც აკეთებენ - ანუ ვაჭრობენ უკვე სანქცირებულ საწარმოებთან. სანქციებმა უნდა გაურთულოს გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტს იარაღის კომპონენტების შეძენა. თუმცა, ეს რუსული კომპანიები ჯერჯერობით ახერხებენ ამ სირთულეების თავიდან აცილებას.
ფოსფორი ჩინეთიდან
სანქციების ქვეშ ასევე არ იმყოფება გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩინელი მიმწოდებელი. ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ნედლეულის ჩინეთში შეძენა 2022 წელს დაიწყო.
კერძოდ, საუბარია წითელ ფოსფორზე, რომელიც გამოიყენება პიროტექნიკის წარმოებაში როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.
რუსეთის იმპორტისა და ექსპორტის მონაცემთა ბაზებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, 2022 წლიდან 2023 წლამდე გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტმა 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების წითელი ფოსფორი შეიძინა. სულ დაახლოებით 100 ტონა, რაც რუსეთში ამ ნივთიერების მთელი იმპორტის მეოთხედია.
რკინიგზით ფოსფორის ასეთი მოცულობის გადასატანად ინსტიტუტს ორი სატვირთო ვაგონი დასჭირდებოდა.
ინსტიტუტმა ეს ფოსფორი შეიძინა კომპანია Yunnan Phosphorus-ისგან, რომელიც, საბაჟო მონაცემთა ბაზის თანახმად, კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, Dongguan Haofei-ს ინტერესებს წარმოადგენდა.
„სქემების“ მიერ კოლეგებისგან, „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ მკვლევრებისგან მიღებული მონაცემების თანახმად, კომპანია ჩინეთის იუნანის პროვინციიდან, 2018 წელს დარეგისტრირდა და მისი საწესდებო კაპიტალი 10 მილიონი იუანია (დაახლოებით 730 მლნ დოლარი). კომპანია ქალაქ დონგუანიდან, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დარეგისტრირდა, უფრო მცირეა - მისი საწესდებო კაპიტალით 500 ათასი იუანია (36 ათასი აშშ დოლარი).
„სქემების“ რედაქტორების სატელეფონო ზარები და კომპანიებში გაგზავნილი კითხვები უპასუხოდ დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე კერძოა, ექსპერტების აზრით, ჩინეთის კომუნისტური მთავრობა აკონტროლებს ყველა კომპანიას, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლით ვაჭრობს.
რუსეთის სამხედრო საწარმოებისთვის ნებისმიერი სახის პროდუქციის პირდაპირი მიწოდება 2022 წლიდან აკრძალულია ევროპული და ამერიკული სანქციებით. 2024 წლიდან კი საერთოდ აიკრძალა წითელი ფოსფორის რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი.
მიუხედავად იმისა, რომ პეკინი საჯაროდ უარყოფს ომის მხარდაჭერას, ჩინურ კომპანიებს არაერთხელ დაურღვევია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი.
წითელი ფოსფორი, რომელსაც რუსეთის თავდაცვის საწარმო ჩინეთიდან იღებს, არ უნდა ხვდებოდეს რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის ფართოდ გამოიყენება სამხედრო ინდუსტრიაში. კერძოდ, ლაბორატორიულ პირობებში ვაკუუმში გაცხელებისას, ის მყისიერად გარდაიქმნება ფეთქებადსაშიშ თეთრ ფოსფორად.
რუსმა სამხედროებმა ასევე არაერთხელ გამოიყენეს ამ ნივთიერების შემცველი საბრძოლო მასალა უკრაინელი ჯარების წინააღმდეგ, კერძოდ, ბახმუტისთვის ბრძოლის დროს.
ჟანგბადთან შეხებისას თეთრი ფოსფორი 800 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი მთავარი საფრთხე ადამიანისთვის - ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დამწვრობა.
ამიტომ, ჟენევის კონვენციებით, ომებში თეთრი ფოსფორის გამოყენება აკრძალულია.
უკრაინის სპეცსამსახურებს მოაქვთ მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ არღვევს რუსეთის არმია ამ აკრძალვას. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში, უკრაიანის უშიშროებამ გამოაქვეყნა რუს ჯარისკაცსა და მის მეუღლეს შორის ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, რომელშიც სამხედრო მოსამსახურე ფოსფორის გამოყენებაზე ლაპარაკობს:
„ჩვენები ხოხოლებს ფოსფორით წვავდნენ. ღამით ფეიერვერკი იყო. ეს ასეთი *ლეობაა: რაკეტა მიფრინავს, ჰაერში სკდება რამდენიმე ნაწილად როგორც ბენგალური ცეცხლი. ეს *ლეობა თუ კანზე მოხვდა, ძვლებამდე წვავს სხეულს. მათ არ აქვთ ეს *ლეობა, მხოლოდ ჩენ გვაქვს“.
რუსეთი მართლაც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც არსენალში ფოსფორის საბრძოლო მასალა აქვს. მისი გამოიყენება ხდება სხვადასხვა საარტილერიო სისტემებში, მათ შორის „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებში.
„გრადს“ აწარმოებს გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტთან დაძმობილებული საწარმო, სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება „სპლავი“, რომელიც ასევე „როსტეკის“ ნაწილია და დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
რუსეთის საგადასახადო მონაცემთა ბაზებზე წვდომის მქონე წყაროებიდან მიღებული მონაცემების თანახმად, „სპლავმა“ მხოლოდ 2024 წელს გამოყენებითი ქიმიის კვლევითი ინსტიტუტიდან 4 მილიარდ რუბლზე (50 მლნ დოლარი) მეტი ღირებულების პროდუქცია შეიძინა,. თუმცა, გაყიდული საქონლისა და მომსახურების ყველა კოდი დაშიფრულია.
შეჯამება
- მოსკოვის ოლქში მდებარე გამოყენებითი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აწარმოებს ქიმიურ იარაღს, რომელსაც რუსეთის არმია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
- კომპონენტების შესყიდვა რუსეთში იყიდება - იმ კომპანიებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დასავლური სანქციების ქვეშ.
- რუსულ საწარმოს დახმარებას უწევენ ჩინური კომპანიები - ისეთი ნივითერებების მიმწოდებლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, ასევე აკრძალულ, ფოსფორის საბრძოლო მასალის წარმოაბაში.
ფორუმი