49-ე შეხვედრა ერგნეთში
ქართული მხარე სოფელ კონოლევში შეიარაღებული ჯგუფის მიერ საქონლის გატაცების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ქართულ მხარეს სთავაზობს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამოიყოს ვეტერინარული ზონები, რომლის იქით პირუტყვის გადარეკვა აიკრძალება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა რატიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული სოფლების მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა გააპროტესტა, რაზეც ოსური მხარის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ დოკუმენტაციის წარმოდგენა მოითხოვა და ქართულ მხარეს ურჩია, რომ სამოქალაქო ავიაციის ფრენის გრაფიკს დააკვირდეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა პერევსა და ქარძმანს შორის მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხი. ამ სოფლებს შორის საჭიროა მაღალი გამავლობის ტრანსპორტის დანიშვნა, რათა მოსწავლეებმა უპრობლემოდ შეძლონ სკოლაში მისვლა. გოჩა რატიანის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 17 ნოემბერს გაიმართება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...