რუსეთის ქალაქებში ქუჩის მუსიკოსები მღერიან იმ ავტორთა სიმღერებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადა და აკრძალა.
სამს აკრძალავენ, ერთმა „თავი გადაირჩინა“ – გასაქრობად შერჩეული პარტიების სამეულს, 2024 წლის არჩევნებზე, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნება“ ახლა მათ სხვა ფავორიტების მოძებნას ურჩევს.
ერთი წლისთავზე, რაც გერმანიამ საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენი სამხედრო მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი რუს პოლიტპატიმრებზე გაცვალა, ბერლინმა ხანგოშვილის ოჯახის 12 წევრი, მათ შორის, მისი ძმა ქვეყნიდან გააძევა.
საქართველოს ციხეებისა და წინასწარი დაკავების საკნებზე, დახურულ პენიტენციურ სისტემაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი დაიწერა და ითქვა, ვიდრე ოდესმე.
ნოემბერში ევროკავშირი დაამტკიცებს სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ წესებს ქვეყნებისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ, მათ შორისაა საქართველო. ვიზების თემას "ოცნება“ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟად განიხილავს. ახალი ზომები კი, დიდი ალბათობით, ჯერ მაღალჩინოსნებს შეეხება და არა ხალხს.
ინგუშეთში გაიმართა რუსეთ-საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო რუსეთიდან და საქართველოდან ჩასულმა ასზე მეტმა სტუდენტმა, ბლოგერმა და ეკონომიკურმა კომენტატორმა.
მას ხომ ქვეყნის ბიუჯეტი, სახელმწიფო არ დაუზარალებია?! - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული "ოცნების" ორგზის ექსპრემიერის მხარდამჭერები ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას ამ არგუმენტით ცდილობენ. ასეა ეს? რას გულისხმობს ღარიბაშვილის ბრალი და რა შეკითხვებს ტოვებს გამოძიების პოზიცია?
რუსეთში ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოჩენა ექსპერტებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა, თუმცა მათი აზრით, რაკეტა, რომლის შექმნაზეც რუსი მეცნიერები 2001 წლიდან მუშაობენ, ვერ შეცვლის სტრატეგიულ ბალანსს შეერთებულ შტატებთან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის საელჩოებთან ხელოვნება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვანდალიზმი გამოიყენეს.
POW - აწერია მაქსიმ ბუტკევიჩის შავ მაისურს. აბრევიატურა ნიშნავს Prisoner of War-ს, ომის ტყვეს. გასწვრივ კი ფრაზაა - „არ დავივიწყოთ ომის ტყვეები“. ვაცლავ ჰაველის პრემიის მფლობელი უკრაინელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ყოფილი ჯარისკაცი და ომის ტყვე ამ მაისურს ხშირად ატარებს.
2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღიურობა გახდა. მათ შორის, ვინც რუსთველის გამზირზე გამოდის არის 32 წლის აქტივისტი ლორენა ბერია, სოხუმში დაბადებული და ორ ომს შორის გაზრდილი.
ჩამოტვირთე მეტი