გიგას ხე
გიგა გიგაური ხეზე კვეთის ოსტატია. მთიულეთში, სოფელ მუგუდაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ხეზე კვეთა გიგამ ამ მეოთხედი საუკუნის წინ, 90-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ ეს საქმე შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ექცა. საკუთარი ხელით აწყობილ ჩარხზე თლის ხის სასმისებს, საოჯახო, საყოფაცხოვრებო ნივთებს, მერე კი ზედ გამოჰყავს ძველი ქართული გეომეტრიული ჩუქურთმები, რომლებიც მთაში უნახავს, მთიულეთში, მამა-პაპის სალოცავებში. კვირაში ერთხელ გიგას თბილისში ჩააქვს გამოჩარხული ნივთები და მათ გასაყიდად აბარებს სხვადასხვა პუნქტში. თავის ცოდნას ის ახლა შვილსა და ძმისშვილს უზიარებს. უნდა, რომ ხელობა, მის საქმედ რომ იქცა, მომავალმა თაობებმაც გააგრძელონ. თან იმაზეც წუხს, რომ ხეზე კვეთა შემოსავლიანი პროფესია არ არის და ამ საქმიანობით მომავალი თაობების დაინტერესება იოლი არ იქნება.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?