გელა კვაშილავა და გიგა გიგაური თბილისის სატრანსპორტო სისტემაზე
13 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და გიგა გიგაური, ტრანსპორტის სპეციალისტი. მათ ილაპარაკეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების საკითხებზე. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებისადმი სტრატეგიული მიდგომა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ქვეითებისთვის მეტი მოსახერხებელი სივრცის მოწყობას და ისეთი გარემოს შექმნას, როცა ადამიანები თავად არჩევენ კერძო ავტომანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდომას. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კერძო ავტომანქანების რაოდენობის ზრდის კვალობაზე, იმავე ესტაკადების სისტემის გაფართოებით, პრობლემა გაღრმავდება და ჩიხამდე მიიყვანს ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას. ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე ზრუნვის ცენტრში უნდა იყოს ადამიანის გადაადგილება და არა ტრანსპორტისთვის მეტი სივრცის შექმნა. გიგა გიგაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიდი ქალაქის გამოწვევაა ადამიანის მძღოლობიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობამდე მიყვანა. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს ტრანსპორტის მოდელირების სიფრული პროგრამის გამოყენების მნიშვნელობაზე ტრანსპორტის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ გზით შესაძლებელი იქნება დიდწილად წინასწარ გაითვალოს კონკრეტული პროექტის ეფექტი.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?