„იყო ერთი გოგო“ - ზღაპრები ქალებზე
“იყო ერთი გოგო” - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია ზღაპრები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს. 12-მა მწერალმა კრებულისათვის 21 ზღაპარი დაწერა. მათი ზღაპრების მთავარი პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ზღაპრები გვიყვება მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე. ზღაპრების ავტორები არიან ალექს ჩიღვინაძე, დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკატერინე ტოგონიძე, თეა თოფურია, თეონა დოლენჯაშვილი, მაია სარიშვილი, მაკა ლდოკონენი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ტორესა მოსი და პაატა შამუგია. კრებული დასურათებულია სპეციალურად წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციებით.
ეპიზოდები
- 
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
 - 
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
 - 
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
 - 
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
 - 
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
 - 
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?