სერგი კაპანაძე: ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პასუხები
შვიდს საათს გაგრძელდა გლდანის საგამოძიებო იზოლატორში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანისა და თენგის კალანდიას გამოკითხვა. შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო საგამოძებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებენ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მირზა სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. თენგიზ კალანდია გამოძიებამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, დეკემბრის დასაწყისში დააკავა. 23 ივლისს საგამოძიებო კომისიის წევრები საქმის პროკურორებს დაკითხავენ. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, მომდევნო კვირიდან კომისია უკვე ჩვენებათა გაანალიზებას შეძლებს და რეკომენდაციებსაც გასცემს.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან