დადარები - სათამაშოების მისაბაძი ოსტატები
უკვე ერთი წელია სოციალურ საწარმო „დადარში“ ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდა მუშაობს. სხვა თანამშრომლებთან ერთად ისინი ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს ამზადებენ. სათამაშოები სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ისინი ძალიან პოპულარულია ევროპულ და ამერიკულ სათამაშოების ბაზარზე. 10 თანამშრომლისგან შემდგარი საწარმო ამ ეტაპზე, სრულად ინახავს საკუთარ თავს, თუმცა, სამომავლოდ „დადარი“ გაფართოებასა და უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების დასაქმებას გეგმავს, რის გამოც შესაძლოა, მას დონორთა დახმარება დასჭირდეს. „დადარის“ დამფუძნებელია არქიტექტორი მერაბ კუჭუხიძე. სწორედ მისი იდეა იყო, რომ სათამაშოების საწარმო ერთი წლის წინ სოციალურ პროექტად ჩამოყალიბებულიყო.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ