Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმბოლური შეხვედრა იყო, აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს - ზელენსკი ვატიკანში ტრამპთან შეხვედრაზე


ტრამპი და ზელენსკი
ტრამპი და ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ კომენტარს აკეთებს ვატიკანში, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრის შესახებ.

„კარგი შეხვედრა იყო“, - წერს ზელენსკი. - „პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შევძელით“.

„ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე.

„იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ ყველა იმ მიმართულებით, რაც განვიხილეთ - დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. მივაღწიოთ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. დავამყაროთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მანამდე თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.

ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.

ტრამპი და ზელენსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან 28 თებერვლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG