Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში დააკავეს 22 წლის კაცი 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შიდა ქართლში 22 მაისს 13 წლის ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს - სასამართლო მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით არის დაწყებული, რაც სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა კაცმა მოზარდი ინტერნეტით გაიცნო და შემდეგ მის სანახავად ჩავიდა იმ დასახლებაში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წლის პირველ სამ თვეში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, გარყვნილი ქმედების ფაქტზე 2025 წელს 29 საქმეა აღძრული, 16 წლამდე ასაკის მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მუხლით კი 22 საქმეზეა გამოძიება დაწყებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG