დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და სამი კერძო სახლი, საავადმყოფოს შენობა და საწყობები. განადგურებულია ავტომანქანები.
ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმიზე დღეს დილით განხორციელებული შეტევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენეს.
2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.
უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.
მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.
უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
ფორუმი