ირანი თავდასხმებს თავდასხმით პასუხობს - 17 ივნისს გავრცელდა ცნობა მოსადზე მიტანილი იერიშის შესახებ, რომელსაც ისრაელმა ირონიულად უპასუხა, რომ ამ შენობაში თავდასხმის დროს არავინ იმყოფებოდა, რადგან ყველა ირანშია საქმეზე.
ისრაელის დარტყმებისა და საიდუმლო ოპერაციების შედეგად მოკლულთა შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უმაღლესი სამხედრო მეთაურები, ასევე ქვეყნის წამყვანი ფიზიკოსები და შეიარაღებული ძალების მეთაურები.
დაძაბულობის მატებასთან ერთად ჩნდება კითხვები ამერიკის როლის შესახებ ამ კონფლიქტში, ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების და მმართველობის ცვლილების პოტენციალზე და იმაზეც, რა გავლენას იქონიებს საბოლოოდ ირანის მარცხი, თუკი ის უარს იტყვის ბირთვული იარაღის ქონაზე, რეგიონში ძალების განაწილებასა და უსაფრთხოების ლანდშაფტზე - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვცდილობთ აკა ზარქუასთან ერთად. ის რეალპოლიტიკის რედაქტორია.
"თეირანი ყველამ უნდა დატოვოს” - განვიხილავთ ისრაელი-ირანის მზარდ კონფლიქტს
13 ივნისს ისრაელის მიერ ირანში დაწყებულ ოპერაციას ბოლო მონაცემებით, 224 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელში - 24 ადამიანი. ისრაელის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაციის მიზეზი ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნასთან "საშიში" მიახლოებაა, რომელიც მათი თქმით, „ებრაულ სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.“
ფორუმი