Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლანა ღოღობერიძე - ტოტალიტარიზმში გადარჩენის გზები და თავისუფლების დაცვის დისციპლინა


გადმოწერა

საბჭოთა ტერორის მსხვერპლების ოჯახში გაზრდილი მწერალი, დიპლომატი და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ხშირად საუბრობს იმაზე, როგორი საშიშია ხალხის მტრების და უცხოეთის აგენტების იარლიყების მიკერება საზოგადოების ერთი ნაწილისთვის და მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების გარიყვა და განადგურება.

ტოტალიტარული მემკვიდრეობა და ტრავმები, რომლებისგანაც ის და მისი თაობის ათასობით ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა გათავისუფლებას, შესაძლოა ციკლური ბუნების აღმოჩნდეს და კვლავ დაბრუნდეს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების, პოპულიზმის აღზევების და დემოკრატიის უკუსვლის პირობებში.

საქართველოში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროდასავლური აქციების დროს მოვლენების კომენტირებისას ის ამბობდა, რომ ახლა, ჩვენს თვალწინ ემხობა საბოლოოდ საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრეობა ჩვენში - საზოგაოდების წინააღმდეგობის ფონზე ხელისუფლება კვლავ შიშის დანერგვას ცდილობს და რეპრესიების მეთოდების დახვეწაში ვარჯიშობს.

რამ შეიძლება გადაარჩინოს სისტემის წინაშე მარტო დარჩენილი ადამიანი? შესაძლოა რეჟიმთან თანამშრომლობა და მისი გაცურება თუ მხოლოდ ხისტი პროტესტი, წინააღმდეგობა და ბოიკოტია სწორი გზა? რამდენად ჰგავს თავისუფლებაზე ოცნება თავად თავისუფლებას? - ამ კითხვებზე ვეცდებით პასუხების მოძებნას ლანა ღოღობერიძესთან ერთად.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG