Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ჯარების შეტევით გამოწვეული კვამლი კიევის თავზე
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ჯარების შეტევით გამოწვეული კვამლი კიევის თავზე

17 ივნისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, კიევში დაშავდა 18 ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საბავშვო ბაღი, კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქზე იერიშის დროს, სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში გარდაიცვალა აშშ-ის მოქალაქე, 62 წლის კაცი. ექიმებმა მისი ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს.

განახლება: დილის რვა საათისთვის კიევის მერის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია სახლის სადარბაზო და იქ მაშველები მუშაობენ.

განახლება: დილის რვა საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

შეტევა იყო კიევის ოლქზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ვიშგოროდის რაიონში ერთი ადამიანი დაიჭრა, დაზიანებულია სახლები.

აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაშიც, სადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოდესაში დაზიანებულია სახლები, ინკლუზიური ცენტრი, სკოლამდელი დაწესებულება და სხვა შენობები.

შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია მრავალსართულიანი სახლისა და საერთო საცხოვრებლის დაზიანების და რამდენიმე საწარმოში ხანძრების შესახებ იუწყება.




ფორუმი

XS
SM
MD
LG