„ინტერპრესნიუსი“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილს ხორცის მაღაზია ჰქონდა, მკვლელმა კი იარაღიდან სწორედ იქ ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულისთვის ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
განახლება: 26 ივნისს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კაბალის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ფორუმი