Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვებრძოლოთ მუნს? - NCDC-ის რეკომენდაცია


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მუნი ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და წელს „მატება არ შეინიშნება“. მისი თქმით, „[ის] ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“.

მუნი მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს ყოველწლიურად ემართება. მუნი ტკიპით გამოწვეული დაავადებაა, ადამიანიდან ადამიანზე კი კანით კანზე ხანგრძლივი კონტაქტით გადადის.

„შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით“, - ამბობს პაატა იმნაძე და აღნიშნავს, რომ „მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით“.

„პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - თქვა მან.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოსტები, რომლებიც მუნით ინფიცირებას შეეხება. ადამიანები ცდილობენ გაარკვიონ, რა შეიძლება იყოს იმ გამონაყარისა და ქავილის მიზეზი, რომელიც მათ ან მათი ოჯახის წევრებს მოსვენებას არ აძლევს.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლებამ ვრცელი სტატია მოამზადა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG