ნიკოლოს ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „რკინის სკამები 100 კილომდეა“
ადვოკატი: ოდესმე აგიწონიათ ეს სკამები?
მოწმე: დიახ
ადვოკატი: რამდენი ყოფილა
მოწმე: 87.. სხვადასხვა დროსაა შეძენილი... იდენტურია სულ ყველა...
ადვოკატი: დაგინახავთ თქვენ, რომ სკამს ფეიერვერკი მოხვდა და დააზიანა?
მოწმე: არა
ავსაჯანიშვილი დაკითხვას ასრულებს.
დარბაზში ტელეფონის ხმა ისმის. მოსამართლე სხდომას აჩერებს: „ხომ გაგაფრთხილეთ, ვისი ტელეფონია?".
ფეხზე დგება ცარო ოშაყაშვილი, რომელსაც ერთ-ერთი დაკავებული დემონსტრანტის არჩილ მუსელიანცის დედობილად იცნობენ. მუსელიანცს პარლამენტის წინ კამერების დაზიანებას ედავებიან. მოსამართლე მას სხდომას ატოვებინებს.
„რასაც გეკითხებიან იმაზე გაეცით პასუხი, კითხვებს ნუ უბრუნებთ", - ამ შენიშვნას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პროკურატურის მოწმეებს ხშირად აძლევს. ახლა საფუძველი გუჯა ავსაჯანიშვილის ეს კითხვა გახდა:
„თქვენ თქვით, რომ ბალანსზე გაქვთ 130 სკამი, თქვით, რომ ყველა არ დაზიანებულა და რაღაც ნაწილი გადარჩა, ოქმში გიწერიათ, რომ ჯამში 130 სკამი დაზიანდა, ამის შემდეგ, როგორ დაგრჩათ ბალანსზე კიდევ სკამები?"
მოწმის, მიხეილ ლეჟავას პასუხი: ეს 130 სკამი, რომელიც ბალანსზეა, იყო იმ ტერიტორიაზე, მაგის გარდა მიმდებარე ქუჩებზე სხვა სკამებიც იყო და არის ბალანსზე.
ადვოკატი: ანუ სხვადასხვა ბალანსი გაქვთ?
მოწმე: არ გვაქვს სხვადასხვა ბალანსი, მე გიპასუხეთ დაზიანებულზე.
ადვოკატი ნინო ლომინაძე სვამს კითხვებს: სად არის ეს ნივთები?
მოწმე: გადაყრილია
ადვოკატი: სად არის გადაყრილი?
მოწმე: არ ვიცი
ფორუმი