აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთს 25%-იან ტარიფსა და ჯარიმას უწესებს თავად ინდოეთის “არამონეტარული სავაჭრო ბარიერებისა” და ამ ქვეყნის მიერ რუსეთისგან სამხედრო ტექნიკისა და ენერგორესურსების შესყიდვის გამო:
“დაიმახსოვრეთ, იმ დროს, როცა ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების განმავლობაში შედარებით მცირე ბიზნესს ვაწარმოებდით მათთან, ვინაიდან მათი ტარიფები ძალიან მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მათ აქვთ ყველაზე მძიმე და უსიამოვნო არამონეტარული სავაჭრო ბარიერები.
აგრეთვე, ისინი ყოველთვის ყიდულობდნენ თავიანთი სამხედრო ტექნიკის უდიდეს ნაწილს რუსეთისგან და ჩინეთთან ერთად არიან რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი შემსყიდველები მაშინ, როცა ყველას უნდა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს კვლა უკრაინაში - ყველაფერი კარგად არ არის! ამიტომ, 1 აგვისტოდან ინდოეთი გადაიხდის 25%-იან ტარიფს, პლუს ჯარიმას ზემოთ აღნიშნულისთვის. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის. MAGA!" - დაწერა 30 ივლისს სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის ეს გადაწყვეტილება ინდოეთისთვის ტარიფის ძალიან მკვეთრი ზრდა იქნება. ბოლო წლებში ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი საშუალოდ 2,4%-ია. გასულ წელს ინდოეთიდან აშშ-ში იმპორტის მოცულობა თითქმის 90 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 17 მილიარდი დოლარის აიფონები იყო, რაც იმის შედეგია, რომ Apple-მა სმარტფონების წარმოება ჩინეთიდან ინდოეთში გადაიტანა მაღალი ტარიფებისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების დამაზიანებელი ეკონომიკური ეფექტის თავიდან ასაცილებლად.
ფორუმი