13:38
1.8.2025
13:35 - სხდომათა დარბაზში შემოდიან პროკურორები: თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე.
13:23
1.8.2025
13:18 - სხდომათა დარბაზში საამართლოსთან მიმდინარე აქციის ხმა შემოდის - „თავისუფლება მზიას!“ ისმის იმ ფანჯრებთან, რომელიც დარბაზიდან ეზოში გადის.
13:22
1.8.2025
13:17 - პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების მშობლები დარბაზში ბოლო რიგში დასხდნენ.
13:16
1.8.2025
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე ბათუმში იმყოფებიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები.
ფორუმი