Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (01/08/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

22:39 1.8.2025

22:31 საათზე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობეს უთხრა, რომ მისცემს შესაძლებლობას თქვას თავისი სიტყვა და მომდევნო სხდომა დანიშნა 4 აგვისტოს, 13 საათზე.

22:39 1.8.2025

მოსამართლემ სიტყვა მისცა მზია ამაღლობელს:

„დღევანდელ დღეს, მაშინ, როცა მოსმენაზეც კი დიდ ძალისხმევას ვხარჯავ. სასამართლოს ვთხოვ, საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მომცეს, მაგრამ ამისთვის დანიშნოს სხვა სხდომა. მომზადებისთვის არა, ძალების აღდგენისთვის“.

21:11 1.8.2025

დასკვნით სიტყვას იწყებს მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე. მისი თქმით, მთელი სახელმწიფო ვერტიკალია ჩართული ერთი მოქალაქის დასჯაში.

20:41 1.8.2025

20:38 მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამბობს, რომ დღეს უნდა დაასრულოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG