12:55
1.8.2025
12:44 - ბოლო ერთი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიე ხალხით სავსეა. ამაღლობელის პროცესზე დამსწრეები ელიან, როდის მისცემს მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შესვლის უფლებას.
12:55
1.8.2025
12:49 - სხდომათა დარბაზში დასწრების მსურველთა შესვლა დაიწყო
12:56
1.8.2025
12:50 - მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
13:06
1.8.2025
13:02 - მზია ამაღლობელის საქმის განხილვა კვლავ 50-კაციან დარბაზში ტარდება. სხდომათა დარბაზი უკვე შეივსო, თუმცა დასწრების მსურველი გაცილებით მეტია.
ფორუმი