13:05 - სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც არიან, თუმცა ნაწილი ვერ ახერხებს დარბაზში შემოსვლას.
13:10 - ბათუმის საქალაქო სასამართლოში არიან ევროკავშირის შემდეგი ქვეყნების წარმოამდგენლები: ნორვეგია, შვედეთი, გერმანია, ჩეხეთი, ნიდერლანდი, პოლონეთი, ლიეტუვა. გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენელი. მათი ნაწილი ამ დრომდე ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას.
13:13 - დასკვნით სხდომას ესწრებიან მზია ამაღლობელის ახლო ნათესავები: ძმის ცოლი და ძმის შვილიშვილები.
„მზია ჩემი გაზრდილია. პირველ კლასში იყო, მე რომ ოჯახში მოვედი“, - უთხრა მზია ამაღლობელის ძმის ცოლმა რადიო თავისუფლებას.
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე ბათუმში იმყოფებიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები.
ფორუმი