Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა იმარდება

მზია ამაღლობელის სასამართლო - ლაივბლოგი (01/08/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

18:17 1.8.2025

18:04 დამსწრეებს დაღლა ეტყობათ. ხან წინა სკამის საზურგეს ეყრდნობიან, ხან თავს ხელს აყდნობენ. მაია მწარიაშვილი განაგრძობს ბრალდების გაქარწყლებას, მზია ამაღლობელი კი მას კვავ ფეხზე მდგომი უსმენს.

18:18 1.8.2025

18:08 სხდომაზე 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. ისმის შეძახილები: “თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება მოსამართლეს”, “ცეცხლი ოლიგარქიას”

19:16 1.8.2025

19:04 - მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ძალადობას რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს: ძალადობა, ცემა და თავდასხმა. მათ შორის თავდასხმა ყველაზე მძაფრი ფორმაა და სწორედ ამის გამოა გამოყოფილი ის პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ცალკე:

„[დამატებით] კოდექსი თავდასხმას მოიხსენიებს რამდენიმე კონტექსტში - ყაჩაღობას და სხვა მძმე დანაშაულთან. თავდასხმა არ უნდა გამოყენებოდეს პოლიციელის შემთხვევაში სხვანაირად და პოლიტიკოსის შემთხვევაში სხვანაირად... კანონში მაშინ უნდა ეწეროს, რომ პოლიციელის შემთხვევაში ნებისმიერი ძალადობა ფასდება თავდასხმად“...

19:48 1.8.2025

19:47 - დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი. ეს ნიშნავს, რომ სხდომა მალე განახლდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG