Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 და 2 აგვისტოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა, მეწყრული პროცესების გააქტიურება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

1 და 2 აგვისტოს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც, რამაც შეიძლება მთიან რეგიონებში გამოიწვიოს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაც:

„ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG