13:09 - მზია ამაღლობელმა დაიწყო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. მან მადლობა გადაუხადა სასამართლო სხდომის გადადების გამო. წინა სხდომა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
13:07 - მაია მწარიაშვილმა მიმართა ნინო სახელაშვილს - მან წარუდგინა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა. ცნობა, რომელშიც წერია, რომ ბრალდებულს აქვს კერატოკონუსი - ერთ თვალში „პრაქტიკულად არ არის მხედველობა“, მეორეში კი სათვალით - 30%-იანი.
13:06 - დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ნინო სახელაშვილიც. მანდატურის სამსახურმა ამჯერადაც ითხოვა, აუდიტორიას პატივისცემა ფეხზე ადგომით გამოეხატა.
13:05 - დარბაზში შემოიყვანეს მზია ამაღლობელი - დამსწრეები მას ფეხზე წამოუდგნენ და გაისმა შეძახილები: „მზია, გვიყვარხარ!“
ფორუმი