Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურ კორპორაციაში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღმოჩნდა


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სტუმრობს სარაკეტო-კოსმოსურ კორპორაცია „ენერგიას“. 2023 წლის ოქტომბერი
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სტუმრობს სარაკეტო-კოსმოსურ კორპორაცია „ენერგიას“. 2023 წლის ოქტომბერი

რუსეთის სარაკეტო-კოსმოსურმა კორპორაცია „ენერგიამ“, რომელსაც სახელმწიფო მართავს, სათანადოდ ვერ შეძლო სანქციების შიშით ზოგიერთი ინფორმაციის გასაიდუმლოება. ეს 4 აგვისტოს აღმოაჩინა რუსულმა გამოცემა The Bell-მა, რომელიც პუტინის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული.

„ენერგიაში“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკომოსის“ დაკვეთებს ასრულებს, რაკეტების, თანამგზავრების, კოსმოსური სადგურებისა და ხომალდების შემუშავება ხდება. მათ შორის კოსმოსური ხომალდების, „სოიუზი“ და „პროგრესი“.

როგორც გამოცემა The Bell-ი წერს, „ენერგიის“ თანამშრომლებმა სცადეს 2025 წლის პირველი ნახევრის კორპორაციულ ანგარიშში დაეფარათ მონაცემები ხელმძღვანელების შესახებ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ დოკუმენტიდან ეს ინფორმაცია ამოეღოთ, ის გადაფარეს თეთრი მართკუთხედით, რომლის მოშორება მარტივად შეიძლება PDF-ფაილების ნახვის ნებისმიერი პროგრამით.

The Bell-ის მიერ გამოყენებული მარტივი საშუალებით ცნობილი გახდა „ენერგიის“ დირექტორთა საბჭოს და მმართველობის შემადგენლობა, ფინანსური ხასიათის ინფორმაცია და კონტრაგენტების მონაცემები.

რუსეთის მთავრობამ 2023 წელს მიიღო დადგენილება, რომლითაც ზოგიერთ კომპანიას უფლება მისცა, „შესაძლო შემზღუდავი ზომებისგან", ანუ დასავლეთის სანქციებისგან თავის დასაცავად არ გაამჟღავნონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია.





ფორუმი

XS
SM
MD
LG